მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.
ეთიკის კოდექსის სტრუქტურა/მასწავლებლის ქცევის წესები
მუხლი 3. პროფესიული კომპეტენტურობა
1. მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.
2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით.
3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას.
4. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.
5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მასწავლებელი თავისი საქმიანობისას ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად.
7. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით.
8. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.
9. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს.
10. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის.
11. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
მუხლი 4. მოსწავლეებთან ურთიერთობა
1. მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში.
2. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.
3. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.
5. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.
6. მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
7. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.
8. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად.
9. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას.
10. მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის.
11. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.
მუხლი 5. მშობლებთან ურთიერთობა
1. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს.
2. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას.
3. ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ.
4. მასწავლებელი, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.
5. მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება.
6. მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში.
7. მასწავლებელი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.
მუხლი 6. სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა
1. მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.
2. მასწავლებელი უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან.
3. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
4. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.
ეთიკის კოდექსის დარღვევა
მუხლი 7. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევაზე
მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.
მოსწავლის ქცევის კოდექსი
მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
მოსწავლის ქცევის წესები
მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება
1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს
.
მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება
მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი
მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.
მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლოღონისძიებების დროს
1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.
3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.
4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები
მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
ა) თამბაქოს ნაწარმი;
ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;
გ) სანთებელა ან ასანთი;
დ) ალკოჰოლური საშუალებები;
ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;
თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;
ი) ნარკოტიკული საშუალებები;
კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;
ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის
მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
განსახილველი ვერსია
საბაზო საფეხურის პროგრამა
მეორე უცხოური ენა (რუსული)
საბაზო საფეხურის წლიური გეგმა სარეკომენდაციო ხასიათისაა და აჩვენებს სტანდარტი საბაზო საფეხურის მეორე უცხოურ ენის პროგრამა სარეკომენდაციო ხასიათისაა და აჩვენებს სტანდარტის მოთხოვნათა რეალიზების შესაძლო გზებს. პროგრამა შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
წლიური სასწავლო თემების სანიმუშო განაწილება წლების მიხედვით;
თემატური გეგმის ზოგადი სქემა - იგი აჩვენებს, როგორ უნდა დაიგეგმოს სასწავლო თემები სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
თემატური გეგმის კონკრეტული ნიმუში (თემისთვის «Как ты проводишь свободное время?»);
დანართი: თემატური ერთეული «Как ты проводишь свободное время?» - დეტალური დამუშავების ნიმუში;
სასწავლო თემების სანიმუშო განაწილება წლების მიხედვით
ქვემოთ წარმოდგენილი თემების ჩამონათვალი და ცალკეული თემის ფარგლებში შერჩეული ენობრივი მასალა და ტექსტის ტიპები სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. დასაშვებია თემებისა და ენობრივი საკითხების შეცვლა, საბაზო საფეხურის ერთი კლასის პროგრამიდან მეორეში გადანაცვლება, ჩამონათვალის შევსება თუ შემცირება.
მთავარია, საბაზო საფეხურზე შერჩეული თემატიკა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ისინი უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ინტერესებსა და ენობრივ შესაძლებლობლებს;
საბაზო საფეხურის სამივე კლასის თემატიკა მთლიანობაში უნდა შეესაბამებოდეს საბაზო საფეხურის სტანდარტის თემატურ ჩარჩოს.
თემები მე-7 კლასისთვის
1. თავისუფალი დრო (კონცერტი, მუსიკა, კინო, სპორტი, საყვარელი საქმიანობა და სხვ.);
პრიორიტეტული ენობრივი მასალა და ტექსტის ტიპები :
Как ты проводишь свободное время?
ტექსტის ტიპები: песня, диалог, дидактизированный повествовательный текст, письмо другу/подруге
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: приветствие; обмен информацией о погоде, способе передвижения, досуге; выбор приоритетов; одобрение
გრამატიკა: Творительный падеж с предлогом с/со: определение предмета /лица.; Предложный падеж с предлогами в/на, обозначающий передвижение на чём-либо; Атрибутивные отношения: согласованное определение;
ლექსიკა: Заниматься спортом, играть в футбол\баскетбол\ волейбол...; кататься на велосипеде\мопеде\ коньках\ санках\ лыжах...; гулять с собакой\ приехать с друзьями\ говорить с сестрой...
2. ყოველდღიური ყოფა (დღის რეჟიმი, ყოველდღიური საქმიანობები - ჭამა, ჩაცმა, მეცადინეობა, სპორტზე/მუსიკაზე სიარული, ტრანსპორტით მგზავრობა, საყიდლებზე წასვლა და სხვ.);
პრიორიტეტული ენობრივი მასალა : Режим дня
ტექსტის ტიპები: режим дня, диалог, повествовательный текст, анкета
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: обмен информацией о времени, возрасте, активности, выражение собственного мнения/отношения к происходящему: необходимость, обязательность действия, выражение намерения; выражение эмоций: сожаления, радости
გრამატიკა: Выражение времени: винительный падеж с предлогом в; родительный падеж с числительными 1 – 24; глаголы движения, вид глагола, наречия
ლექსიკა: идти – ехать; ходить – ездить; часто, редко, обычно и т.д., когда? (какого числа?, в котором часу?); куда?; бассейн, спорт, танцы и т.д
. 3. დღესასწაულები - (მილოცვა, ახალი წელი, დღესასწაულების კალენდარი - სეზონები და დღესასწაულები; კერძები, დეკორაციები); С Новым годом!
პრიორიტეტული ენობრივი მასალა და ტექსტის ტიპები :
ტექსტის ტიპები: поздравительная открытка, диалог, повествовательный текст, список продуктов
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: поздравление, пожелание, выражение эмоций: радости, удовольствия, удивления, выражение приоритета
გრამატიკა: дательный и винительный падеж существительных и личных местоимений, сложные сказуемые (хочу + инфинитив)
ლექსიკა: подарить, поздравить, пожелать, пригласить, купить, приготовить, нравится (что?) и т.д.
4. სასკოლო გარემო და სასკოლო საქმიანობა (სკოლის შენობა, სკოლის ეზო, საკუთარი და უცხოელი თანატოლების გაკვეთილების ცხრილი, სასკოლო საქმიანობები, საყვარელი საგანი, კლასგარეშე აქტივობები, სასკოლო არდადეგები); Один день в моей школе
პრიორიტეტული ენობრივი მასალა და ტექსტის ტიპები :
ტექსტის ტიპები: расписание уроков, диалог, повествовательный текст
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: выражение приоритета, обмен информацией о времени, активности, проявление интереса к происходящему
გრამატიკა: порядковые числительные, родительный падеж порядковых числительных,
ლექსიკა: первый урок ...., пятое\тридцатое ноября, какое (число), когда?, математика, родной язык, русский\иностранный язык, естествознание, точные науки, физкультура, спортплощадка, спортивный зал, родительское собрание, присутствовать, электронный журнал, успеваемость
5. ბუნება და ცხოველები (შინაური და გარეული ცხოველები, ცხოველებზე ზრუნვა);
პრიორიტეტული ენობრივი მასალა და ტექსტის ტიპები :
О братьях наших меньших
ტექსტის ტიპები: диалог, повествовательный текст, заметка для журнала «Юный натуралист»
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: выражение эмоций: удовольствия, страха, равнодушия; выражение собственного мнения, согласия, несогласия, выражение необходимости, обязательности действия, выражение намерения;
გრამატიკა: творительный падеж и предложный падеж существительных, согласование существительного с прилагательным в именительном падеже, сложные сказуемые (можно/нужно + инфинитив)
ლექსიკა: питается, обитает, живёт, размножается, умный, красивый, опасный, агрессивный, на свободе, в неволе, два/... детёныша, обычно, часто, иногда, всегда
თემები მე-8 კლასისთვის
1. ჩემი მეგობრები (გარეგნობა და ჩაცმულობა, ხასიათი, ჰობი, ინტერესთა სფერო);
პრიორიტეტული ენობრივი მასალა და ტექსტის ტიპები :
Модный приговор
ტექსტის ტიპები: интервью, анкета, диалог, дидактизированный текст-описание
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: обмен информацией о человеке, его возрасте, внешности, характере, сфере интересов
გრამატიკა: родительный падеж с предлогом у (в значении принадлежности), существительные с прилагательными в именительном падеже), творительный падеж существительных в значении рода деятельности, профессии, хобби, глаголы несовершенного вида
ლექსიკა: высокий-низкий, полный-худой, светлые – тёмные, длинные – короткие, ходить, играть, увлекаться, заниматься, хочу стать и т.д.
2. სასკოლო ცხოვრება (კლასგარეშე აქტივობები, წრეები, კლუბები, სამოქალაქო აქტივობა, საქველმოქმედო აქციებში მონაწილოება); В школьном клубе
პრიორიტეტული ენობრივი მასალა :
ტექსტის ტიპები: расписание школьных и внешкольных мероприятий, чат, письмо иностранному другу об участии в работе школьного клуба
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: активности, выражение собственного мнения/отношения к происходящему: проявление интереса, обмен информацией о том, кто откуда, какие языки изучает и т.д.
გრამატიკა: наречия, родительный падеж с предлогом из.
ლექსიკა: какого числа?, в котором часу?, состоится, пройдёт, будет, концерт, спектакль, экскурсия, встреча, открытие, дискуссия в клубе и т.д.
3. დაბადების დღე (მილოცვა, საჩუქრები, აღნიშვნა;)
პრიორიტეტული ენობრივი მასალა და ტექსტის ტიპები : Скоро мой лучший день рождения!
ტექსტის ტიპები:
письмо о том, какой день рождения мечтает справить, поздравительная sms-ка, меню
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: интеракция в связи с действиями: заказ в ресторане\кафе,
გრამატიკა: дательный и винительный падеж существительных и личных местоимений, сложные сказуемые (хочу + инфинитив), сложное будущее время
ლექსიკა: дарить, поздравлять, желать, приглашать, заказать, отмечать, вечеринка, нравится (что?), в кафе, в ресторане, петь под караоке, танцевать, и т.д.
4. ჯანმრთელობა (ავად გახდომა, ექიმი, ექიმის გამოძახება, ექიმთან მისვლა, საავადმყოფო, წამალი, აფთიაქი, გამოჯანმრთელება);
4
პრიორიტეტული ენობრივი მასალა და ტექსტის ტიპები :
У врача ტექსტის ტიპები: диалог, инструкция
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: выражение эмоций и ощущений: скуки, грусти, физической боли, жара и озноба, выражение желаний, совет,
გრამატიკა: дательный падеж+ слова категории состояния, выражающие физическое и душевное состояние человека,\категория состояния, выражающая возможность, долженствование, необходимость; родительный падеж с предлогом у.
ლექსიკა: можно, нельзя, надо, нужно, необходимо, мне плохо\ грустно\ больно\ ... \ меня знобит, болит ...., голова, рука, нога, живот и т.д.
5. ზაფხულის არდადეგები (დასასვენებელი ადგილები, აქტივობები, ზღვა, მთა, სოფელი, ამინდი). Ты ездил на экскурсию?
ტექსტის ტიპები:
диалог по телефону, повествовательный текст, письмо, запрещающие и предупреждающие знаки с подписями, плакат, постер
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: выражение частотности времени, длительности, локализации во времени и пространстве, направление движения, этикетные выражения, связанные с телефонным разговором
გრამატიკა: Временные формы глаголов движения, однонаправленное движение; Винительный падеж существительных: объекта, места с предлогами в/на; Творительный падеж с предлогом с/со: определение предмета /лица.; Предложный падеж с предлогами в/на: места, обозначение средства передвижения;
ლექსიკა: ехать, идти, быть/находиться, убирать, купить, есть, пить, сидеть, петь, рюкзак, гитара, песня, друзья, билет, продукты, лес, озеро, дорога, солнце, экология, мешки для мусора, указательные таблички и т.д.
თემები მე-9 კლასისთვის
1. ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები (სპორტი, გაწონასწორებული/ჯანსაღი კვება, ჰიგიენა);
პრიორიტეტული ენობრივი მასალა და ტექსტის ტიპები : Курите ли вы?
ტექსტის ტიპები:
заметка о проведенной дискуссии, адаптированный публицистический текст
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: локализация во времени и пространстве, описание сопутствующих обстоятельств
გრამატიკა: сложное предложение с придаточным определительным, согласованиесуществительного с прилагательным в различных падежах
ლექსიკა: легкие, горло, гортань, поражение тканей, болезнь, раковые клетки, пропаганда здорового образа жизни, запрет на, осуществление проекта, заграничный опыт и т.д.
2. მოგზაურობა და ტურიზმი (მოგზაურობის დაგეგმვა, სამოგზაურო აღჭურვილობა, მგზავრობა მატარებლით/თვითმფრინავით/გემით, სადგური, აეროპორტი, ღირსშესანიშნაობები, ექსკურსია, ტურისტული სააგენტოები);
პრიორიტეტული ენობრივი მასალა : Достопримечательности Москвы
ტექსტის ტიპები: рекламный ролик, диалог, письмо, репортаж
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: локализация во времени и пространстве, описание сопутствующих обстоятельств
გრამატიკა: Родительный падеж множественного числа, предложный падеж порядковых числительных, творительный падеж места
ლექსიკა: построен (а, о, ы), основан(а, о, ы), упоминается, является, смотровая площадка, МГУ, пешеходная улица, состоит из, ВДНХ, дворец, храм, пункт назначения и т.д. 3. ეკოლოგია და გარემოს დაცვა ( ბუნების დაცვა, გარემოს დაბინძურება, ნაკრძალები, ბუნებრივი კატასტროფები, სამაშველო სამსახური, პოლიცია);
Природные катастрофы
პრიორიტეტული ენობრივი მასალა და ტექსტის ტიპები :
ტექსტის ტიპები: заметка для газеты, отрывок из телешоу, чат
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: локализация во времени и пространстве, описание сопутствующих обстоятельств,
გრამატიკა: вид глагола, сложные предложения с придаточным места и времени
ლექსიკა: наводнение, ураган, спасательные службы, жертвы, разрушения и т.д.
4. რუსული ენა მსოფლიოში (რუსულენოვანი დიასპორები ყოფილი დსთ-ს ქვეყნებში, ევროპაში და ამერიკაში, ეროვნული დღესასწაულები, კულტურულ-ისტორიული ცნობები, საერთაშორისო ორგანიზაციები);
პრიორიტეტული ენობრივი მასალა და ტექსტის ტიპები :
Русские нобелевские лауреаты в литературе
ტექსტის ტიპები: биография, анкета, автобиография ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: обмен информацией о личности, его заслугах, этапах жизни и т.д.
გრამატიკა: предложный и родительный падеж числительных, родительный падеж множественного числа, сложное предложение с придаточным определительным, прошедшее время глагола
ლექსიკა: родился, учился, женился, умер\погиб\скончался, создал, произведение, роман, сборник рассказов, был удостоен, была вручена, отказался от и т.д. 5. პროფესიული ორიენტაცია (პროფესიები, ხელობები, საქმიანობები, სხვადასხვა პროფესიის ცნობილი წარმომადგენლები, პროფესიული სასწავლებელი); Как Вы выбрали свою профессию?
პრიორიტეტული ენობრივი მასალა და ტექსტის ტიპები :
ტექსტის ტიპები: биография, анкеты опроса, текст презентации
ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები: обмен информацией о личности, его заслугах
გრამატიკა: творительный падеж существительных, сложное предложение с придаточным условным
ლექსიკა: по данным опроса, хочет стать\быть, учитывать\учесть, способности, желания, ответственность и т.д.
6
მეორე უცხოური ენის სტანდარტი
რუსული ენა
საბაზო საფეხური
საბაზო საფეხურზე მეორე უცხოური ენის სწავლა-სწავლების მიზნები და მიმართულებები
საბაზო საფეხურზე მეორე უცხოური ენის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს მოსწავლეს განუვითაროს/ჩამოუყალიბოს:
- ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებში ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული ენობრივ-კულტურული იდენტობების მიმართ;
- სწავლის სტრატეგიების გამოყენებისა და მართვის უნარი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად.
დასახული მიზნების მისაღწევად საბაზო საფეხურზე ენის სწავლა-სწავლება გაიშლება შემდეგი სამი მიმართულებით:
- ზეპირი მეტყველება - ეს მიმართულება აერთიანებს ორ სამეტყველო აქტივობას (მოსმენას/მოსმენა-ყურებასა და ლაპარაკს) და ამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეს უადვილებს საკომუნიკაციო მიზნების მიღწევას. ამ მიმართულებით სწავლა და სწავლება გულისხმობს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის აუდიო/ვიდეო და მულტიმედიური ფორმატის ტექსტების დამუშავებას მათი გაგება-გააზრებისა და პროდუცირების უნარების განსავითარებლად.
- წერითი მეტყველება - ეს მიმართულება აერთიანებს ორ სამეტყველო აქტივობას (კითხვასა და წერას) და ამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეს უადვილებს საკომუნიკაციო მიზნების მიღწევას. ამ მიმართულებით სწავლა და სწავლება გულისხმობს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ბეჭდური და მულტიმედიური ფორმატის ტექსტების დამუშავებას მათი გაგება-გააზრებისა და პროდუცირების უნარების განსავითარებლად.
- ინტერკულტურა და მედიაცია - ამ მიმართულებით სწავლა და სწავლება გულისხმობს სოციო-კულტურული და კულტურული თავისებურებების შემცველი ინფორმაციის დამუშავებას მოსწავლეთა დასაინტერესებლად სოციო-კულტურული და კულტურული განსხვავებულობის მიმართ და მათში ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, ასევე, მოსწავლეებში ინიციატივების ხელშეწყობას ენობრივ-კულტურულ სამყაროებს შორის მედიატორული ფუნქციის შესასრულებლად.
VI I-IX კლასების სტანდარტი
მეორე უცხოური ენის სტანდარტი
| |||
შედეგების ინდექსები
|
მოსალოდნელი შედეგები
| ||
მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი)
| |||
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
| |||
IIუცხ.საბ. 1.
|
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის (აუდიო და/ან მულტიმედიური) ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება-გააზრება.
| ||
II უცხ.საბ. 2.
|
გარკვევით მეტყველება და უცხოური ენისათვის დამახასიათებელი ფონეტიკური თავისებურებებისა და ინტონაციის ამოცნობა და დაცვა.
| ||
II უცხ.საბ. 3.
|
ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციებსა თუ ნაცნობ თემებზე მიმდინარე ინტერაქციაში/საუბარში მონაწილეობა.
| ||
II უცხ.საბ. 4.
|
ნაცნობ თემატიკაზე ინფორმაციის წადგენა აუდიტორიის წინაშე.
| ||
II უცხ.საბ. 5.
|
ზეპირი მეტყველების აქტივობათა დაგეგმვისა და განხორციელებისას მიზანშეწონილი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება.
| ||
II უცხ.საბ. 6.
|
ზეპირი მეტყველების ამოცანების გადასაჭრელად გამოყენებული სტრატეგიების გაცნობიერება, გაანალიზება და შეფასება მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით.
| ||
მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)
| |||
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
| |||
II უცხ.საბ. 7.
|
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის (ნაბეჭდი და/ან მულტიმედიური) ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება.
| ||
II უცხ.საბ. 8.
|
ტექსტების გაანალიზება სტრუქტურულ-ორგანიზაციული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
| ||
II უცხ.საბ.9.
|
ტექსტის სტრუქტურისა და ენის ცოდნის გამოყენებით სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების შექმნა.
| ||
II უცხ.საბ. 10.
|
წერითი მეტყველების აქტივობათა დაგეგმვისა და განხორციელებისას მიზანშეწონილი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება.
| ||
II უცხ.საბ. 11.
|
წერითი მეტყველების ამოცანების გადასაჭრელად გამოყენებული სტრატეგიების გაცნობიერება, გაანალიზება და შეფასება მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით.
| ||
მიმართულება 3. ინტერკულტურა და მედიაცია
| |||
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
| |||
II უცხ.საბ. 12.
|
ინტერესისა და პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა კულტურული მრავალფეროვნების მიმართ; საკუთარი წარმოდგენებისა და სტერეოტიპების გაცნობიერება-გამოვლენა.
| ||
II უცხ.საბ.13.
|
მონაწილეობის მიღება კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვაში.
| ||
II უცხ.საბ. 14.
|
კონკრეტული ტექსტის სხვადასხვა სახით ინტერპრეტირება ან თარგმნა მესამე პირისთვის.
|
ბ) შ
ქვეპუნქტი 4. შეფასება VII-IX კლასებში
საბაზო საფეხურის ნებისმიერ კლასში საკლასო შეფასება უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი კარის მე-7 თავში განსაზღვრულ შეფასების პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს.
სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად უპირატესი ადგილი უნდა მიენიჭოს განმავითარებელ შეფასებას, რომელიც მოსწავლეს თავისსავე წინარე შედეგებთან მიმართებით აფასებს, ზომავს მის ინდივიდუალურ წინსვლას, რითაც მას ცოდნის ეტაპობრივი კონსტრუირების საშუალებას აძლევს.
როგორც აღნიშნულია ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი კარის მე-7 თავში, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება ეხება როგორც მიმდინარე (საკლასო და საშინაო), ისე - შემაჯამებელ დავალებებს.
განმავითარებელი შეფასება
|
განმსაზღვრელი შეფასება
| |
მიმდინარე (საკლასო და საშინაო) დავალებები
|
მიმდინარე განმავითარებელი შეფასება
|
მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება
|
შემაჯამებელი დავალებები
|
შემაჯამებელი განმავითარებელი დავალება
|
შემაჯამებელი განმსაზღვრელი დავალება
|
აკითხავი აქტივობები უნდა აფასებდეს ტექსტის გააზრების სხვადასხვა უნარს. აქვე გთავაზობთ ტექსტის გაგება-გააზრების შეფასების ძირითად ინდიკატორებს:
- ზოგადი თემის/მთავარი საკითხების განსაზღვრა;
- კონკრეტული ინფორმაციის ამოცნობა;
- მთლიანი ტექსტის გაგება, ფაქტების, მოვლენების ურთიერთმიმართებების გაგება;
- ტექსტის გააზრების საფუძველზე დასკვნების გამოტანა;
- სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება;
- შესასწავლ თემატიკასთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულების, შესიტყვებების, ფორმულების ამოცნობა.
კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი ზეპირი დავალებისათვის
|
ქულები
|
პირობასთან შესაბამისობა
| |
იცავს დროის ლიმიტს
|
0 - 1
|
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს
|
0 - 1
|
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
| |
თანამიმდევრულად აღწერს/გადმოსცემს მოქმედებებს
|
0 - 1
|
განსაზღვრავს მოქმედების დროსა და სივრცეს
|
0 - 1
|
ენობრივი უნარ-ჩვევები
| |
იყენებს ნასწავლი დროის გამომხატველ გრამატიკულ კონსტრუქციებსა და ენობრივ ფორმებს
|
0-2
|
ადეკვატურად იყენებს ზმნის წარსული დროის გამომხატველ ფორმებს
|
0 - 1
|
იყენებს ნასწავლ ლექსიკას
|
0 - 1
|
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
| |
ავლენს ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას
|
0 - 1
|
იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით
(ცდილობს შედარებით ვრცელი თუ კომპლექსური წინადადებების შედგენას; ნასწავლი მოდელის საფუძველზე აწარმოებს სიტყვებს, გრამატიკულ ფორმებს; იყენებს ისეთ სიტყვებსა თუ ფორმებს, რომლებიც პროგრამით არ გაუვლია და სხვ.)
|
0 - 1
|
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10
|
კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი წერითი დავალებისათვის
|
ქულები
|
პირობასთან შესაბამისობა
| |
იცავს სიტყვების რაოდენობის მინიმალურ რაოდენობას / ზღვარს
|
0 - 1
|
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (წერს მოცემულ ბიოგრაფიულ ცნობარზე დაყრდნობით, იყენებს მითითებულ კონსტრუქციას)
|
0 - 1
|
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
| |
გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოსცემს ინფორმაციებს
|
0 - 2
|
აზუსტებს, როდის რა მოხდა
|
0 - 2
|
ენობრივი უნარ-ჩვევები
| |
იყენებს დროის გამომხატველ ნასწავლ გრამატიკულ კონსტრუქციებს, ფორმებს
|
0 - 2
|
იყენებს ნასწავლ ლექსიკას
|
0 - 1
|
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
| |
იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით (ცდილობს შედარებით ვრცელი თუ კომპლექსური წინადადებების წარმოებას, ნასწავლი მოდელის საფუძველზე აწარმოებს სიტყვებს, გრამატიკულ ფორმებს, იყენებს ისეთ სიტყვებსა თუ ფორმებს, რომლებიც პროგრამით არ გაუვლია და სხვ.)
|
0 - 1
|
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10
|
Комментариев нет:
Отправить комментарий