პრეზენტაციები პროექტები ღონისძიებები



     

  

                                                                                     








ლია ცხადაძე-ს ფოტო.







                რ ო გ ო რ  ა ვ ა მ ა ღ ლ ო თ   
მო ს წ ა ვ ლ ე თ ა   მ ო ტ ი ვ ა ც ი ა  
             რ უ ს უ ლ   ე ნ ა ში   ?

საკუთარი პრაქტიკის კვლევა
პედაგოგი: მანანა ზივზივაძე
 ქ. თბილისის სსიპ N108 საჯარო სკოლა


                   2019-2020 სასწ.წელი



აბსტრაქტი
 ე მ ი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ეხება მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ მოსწრებას რუსულ ენაში, რომელიც განპირობებულია დაბალი  მოტივაციით, ან მისი არქონით. საკვლევი საკითხს წარმოადგენს: როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია რუსულ ენაში?
პრაქტიკული კვლევის პროცესში გამოვიყენე როგორც თვისობრივი ასევე რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები. ინტერვიუები, დისკუსია მოსწავლეებთან, კითხვარები პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, მოსწავლეებისთვის და სხვა.
კვლევის შედეგად გამოკვეთილმა პრობლემებმა ცხადყო, რომ გაკვეთილზე საჭიროა მეტად გამოვიყენო სხვადასხვა მრავალფეროვანი  აქტივობები, კომპიუტერი და სხვადასხვა რესურსი.
ძირითადი საძიებო სიტყვებია: კვლევა, სკოლა, მოსწავლეები, მოტივაცია, აკადემიური მოსწრება.




ს ა რ ჩ ე ვ ი
აბსტრაქტი ------------------------------------------------------------------------------------------- 2
შესავალი --------------------------------------------------------------------------------------------  5
1.ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------------------------------------- 6
2.კვლევის მეთოდები  ------------------------------------------------------------------------------7
     2.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ  -------------------------------------------------------------- 7
     2.2 კვლევის პროცესის ზოგადი მიმოხილვა ------------------------------------------------- 8
           2.2.1     კვლევის მიზანი და ამოცანები -----------------------------------------------------9
           2.2.2 კვლევის პროცესი                        ------------------------------------------------------ 9
    2.3 კვლევის ინსტრუმენტები                    ------------------------------------------------------ 9
           2.3.1 თვისობრივი კვლევის ინსტრუმენტები -------------------------------------------  9
           2.3.2 რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები---------------------------------------- 10
           2.3.3 სამიზნე ჯგუფი-----------------------------------------------------------------------  10
           2.3.4 კვლევის მეთოდოლოგიური შეზღუდვები
           2.3.5 კვლევის სანდოობა-----------------------------------------------------------------    11
     2.4  ცვლილებების თეორიული დასაბუთება ---------------------------------------------    11
           2.4.1 ინტერვენციის დაგეგმვა   -----------------------------------------------------------  12
3. კვლევის შედეგები
      3.1 ფოკუს ჯგუფების შედეგები-------------------------------------------------------------  12
      3.2 ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგები----------------------------------------------  12
       3.3 რაოდენობრივი კვლევის შედეგები -----------------------------------------------------14
       3.4 კვლევის ძირითადი დასკვნები---------------------------------------------------------- 23
       3.5 ინტერვენციის განხორციელება--------------------------------------------------------   23
       3.6 ინტერვენციის შეფასება ------------------------------------------------------------------ 24
4.დასკვნა                                    -------------------------------------------------------------------- 24
5.რეკომენდაციები  ---------------------------------------------------------------------------- 25
    დანართები
    დანართი 1 კითხვარები მოსწავლეებისათვის -------------------------------------------- 25
    დანართი 2 კითხვარები  ფოკუს ჯგუფისთვის ------------------------------------------- 26
    დანართი 3  კითხვარები მშობლებისთვის-------------------------------------------------- 27
     დანართი 4 კითხვარი პედაგოგებისთვის ---------------------------------------------------28
 გამოყენებული ლიტერატურა ---------------------------------------------------------------- 29
კვლევის რეფლექსია                 ----------------------------------------------------------------     29





შესავალი
მოგეხსენებათ, დღევანდელ  სასკოლო ცხოვრებაში, როდესაც მოსწავლეები თვლიან, რომ ყველაზე ძირითადი საგანი არის ინგლისური და ასევე მოსწავლეები თავით არიან ჩარგულნი ტელეფონებში, სმარტფონებსა და კომპიუტერებში, მათთვის ნაკლებად აქტუალურია რუსული ენა. გარდა ამისა, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური  მიზეზების გამო ნაკლებად არიან დაინტერესებულნი რუსული ენის შესწავლით. ფაქტობრივად აბიტურიენტებმა შეწყვიტეს რუსული ენის გამოცდის ჩაბარება როგორც საატესტატო ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. , თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა მოსწავლე ირჩევს უცხო ენას ---რუსულს, როგორც საატესტატოზე ასევე უმაღლესში  მისაღებ გამოცდებზეც. 
ჩემი საკვლევი საკითხია - როგორ ავამაღლო სწავლის მოტივაცია რუსულ ენაში?
მოსწავლეთა მოტივაცია პირდაპირ დაკავშირებულია მათ აკადემიურ მოსწრებაზეც.
საკვლევი კითხვებია:
1.რამდენად მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილზე?
2 რამდენად აქვთ მოსწავლეებს სურვილი ისწავლონ რუსული ენა?
3.რამდენად  ეხმარებიან მშობლები  თავიანთ შვილებს  სახლებში?
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგები კარიერული წინსვლისთვის ახორციელებენ საკუთარი პრაქტიკის კვლევას. ჩემი კვლევაც უკავშირდება ჩემს პირად პრაქტიკაში არსებულ პრობლემებს, ვახდენ მათ  იდენტიფიცირებასა და შემდეგ ვგეგმავ ინტერვენციებს და ვახორციელებ, ამის შემდეგ კი ვაფასებ და ვაანალიზებ.
მნიშვნელოვანია, რომ საკვლევი საკითხი პრობლემა აქტუალური უნდა იყოს ყველა თანამშრომლისთვის , რათა მოხდეს მათი მაქსიმალური ჩართულობა კვლევის ყველა ეტაპზე. თუ საკვლევი საკითხი მნიშვნელოვანია მხოლოდ ჩემთვის, როგორც მკვლევარისთვის მაშინ ყველა დანარჩენი ეტაპი ვერ შესრულდება სრულყოფილად და ინტერვენცია ვერ განხორციელდება. კვლევის შედეგად, გაირკვევა, თუ როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია მოსწავლეებს. მათი მაღალი აკადემიური მოსწრება რუსულ ენაში, რაც გავლენას მოახდენს ზოგადად კლასის საშუალო ქულაზე და ასევე სკოლის საშუალო ქულაზე.
ანალოგიურად, სხვა პედაგოგებსაც შეუძლიათ ისარგებლონ კვლევის საკითხებით, მასალებით და თვითონაც შეეცადონ თავიანთ საგანში აუმაღლონ მოსწავლეებს მოტივაცია, რასაც საბოლოოდ სკოლის  წარმატების საფუძველი გახდება.  
 შევხვდი სკოლის პედაგოგებს. წარვუდგინე პრეზენტაცია პრაქტიკული კვლევის შესახებ, რომელშიც განხილული იყო პრაქტიკული კვლევის მნიშვნელობა და ასევე რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სკოლის ადმინისტარციისა და პედაგოგების როლი კვლევის პროცესში.


1.ლიტერატურის მიმოხილვა
საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სწავლის მოტივაცია არის ერთერთი ძირითადი ფაქტორი მოსწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების.
მოტივაციის ამაღლების ტექნოლოგიებზე განათლების თეორეტიკოსები საკუთარ მოსაზრებებსგვთავაზობენმათ ბევრი საერთო და განსხვავებული მიდგომა აქვთმაგრამ პედაგოგი ამ ტექნოლოგიებშიეძებს ისეთ მიდგომებსრომელიც პრაქტიკულად მიღწევადი და ეფექტური იქნება.
“განათლების ტექნოლოგიების სპეციალისტის ჯონ კელერის მიერ ჩამოყალიბებული მოდელი გულისხმობსმოტივაციის გაკვეთილის გეგმაში ჩაშენებასამ მოდელის ავტორი ყურადღებას 4 ძირითად ფაქტორზეამახვილებსრომლებსაც ემყარება მოტივაციაესენიაყურადღებააქტუალობათავდაჯერებულობა,კმაყოფილების განცდაკელერის აზრითეს ოთხი კატეგორია ქმნის იმ პირობების ერთობლიობას,რომელიც აუცილებელია ადამიანისათვისრომ მოტივირებული იყოს.კელერის მოდელის მიხედვით,მასწავლებელმა თავის თავს უნდა დაუსვას კითხვარაში გამოადგებათ ჩემს მოსწავლეებს ამ მასალის ცოდნა?შეიძლება ეს კითხვა თავად მოსწავლეებსაც დავუსვათ თემასთანსაგანთანკონცეფციასთან მიმართებაში.” –(www.mascavlebeli.ge-ინტერნეტგაზეთი)
მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისას შემდეგი კითხვები დაეხმარება:
მიზანთან მიმართებაში: როგორ შემიძლია დავაკმაყოფილო ჩემი მოსწავლეების საჭიროებებისაერთოდ,ვიცირა წარმოადგენს მათ საჭიროებებს?
ინტერესებთან მიმართებაში: როგორ და როდის შემიძლია მოსწავლეებს შევუქმნა მათ საჭიროებებზედაფუძნებული  არჩევანის საშუალება?
გამოცდილებასთან მიმართებაში: როგორ შემიძლია დავუკავშირო გაკვეთილის თემა მოსწავლეთაცხოვრებისეულ გამოცდილებას?
 სწავლის მოტივაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას.
ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. მასლოუს იერარქიის მიხედვით, სწავლის მოთხოვნილების განმსაზღვრელი შეიძლება განსხვავებული დონის მოტივაცია იყოს. მაგალითისთვის: მოსწავლის მიერ დავალების კარგად შესრულება შესაძლოა განპირობებული იყოს: დასჯის შიშით, საჩუქრის მიღების დაპირებით, აღიარების მოთხოვნილებით, ინტერესით და სხვ.
მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. შედეგად მან უნდა შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.
 მოტივაციის წყაროები მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ წარმატებაში.იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას, ამისთვის აუცილებელია მოტივაციის პრინციპების გააზრება და სასწავლო პროგრამების შედგენისას, ასევე, უშუალოდ სასწავლო პროცესში მათი გათვალისწინება. ეს საშუალებას მოგვცემს, მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით შევქმნათ ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და უზრუნველყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა. (edu.aris.ge -განათლება)
ფსიქოლოგები მოტივაციის ორ ფორმას გამოარჩევენ, გარეგანი და შინაგანი.
გარეგანი მოტივაცია კონკრეტული ქმედებისკენ სწარაფვაა, რომელიც წახალისებულია გარე ფაქტორებით (ჯილდო, აღიარების სურვილი).
შინაგანი მოტივაცია კი კონკრეტული ქმედებისკენ სწრაფვაა, რომელიც ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და რაიმეს აღმოჩენის სურვილით არის ნაკარნახევი (ტყემალაძე და სხვები 2008:5)
მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პედაგოგს, ამიტომ როგორც გარეგანი ასევე შინაგანი მოტივაციის გაუმჯობესებაზე კომპლექსური მუშაობა ზრდის მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას და სასწავლო პროცესი სასიამოვნოდ და სახალისოდ წარიმართება(ტყემალაძე და სხვები 2008:3).მასწავლებლები კარგად უნდა იცნობდნენ მოტივაციის თეორიას, რათა სწავლების პროცესი ეფექტიანად წარმართონ და მშობლებს ის სტრატეგიები გააცნონ, რომელთა განხორციელება მათი შვილების მოტივაციას გაზრდის (ვაისი და სხვები 2010) .

2.კვლევის მეთოდები
წინამდებარე თავში განხილულია პრაქტიკული კვლევა, როგორც კვლევის მეთოდი, რომლის პროცესში გამოყენებულია როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები.
2.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ
საკუთარი პრაქტიკის კვლევას ვახორციელებ  ქალაქ თბილისის 108 საჯარო სკოლის  საბაზო საფეხურზე საგან რუსულ ენაში.
სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტი მერყეობს 1200-დან 1500მოსწავლემდე. პედაგოგი -70  . საბაზო საფეხურზე -მე-7-მე-9 კლასებში სწავლობს დაახლოები 200 მოსწავლემდე.
სკოლა არის ერთერთი წარმატებული სხვა სკოლებს შორის. სწავლება ერთცვლიანია აქ არის ახლადგარემონტებული, თანამედროვე კლასები, ახალი სასკოლო ინვენტარი, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და ცენტრალური გათბობა . ერთი სიტყვით სკოლაში არის ყველა პირობა იმისთვის, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში და მათ შორის რუსულ ენაში. თუმცა არის საკითხები, რაც საჭიროებს გაუმჯობესებას. ჩემი პრაქტიკული კვლევის მიზანიც სწორედ სკოლაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაა და მათ გადასაჭრელად ცვლილებების განხორციელება. წარმატებით განხორციელებული კვლევის შედეგი აისახება სწავლა-სწავლების ხარისხზე.
 რუსულ ენაში, ისე როგორც ინგლისურ ენაში კლასები გაყოფილი არ არის.
    მოსწავლეთა  საშუალო მოსწრება რუსულ ენაში  არის 7 ქულა.
საკვლევი საკითხია:
v  რამდენად არის დაკავშირებული მოსწავლეთა მოტივაცია  მათ აკადემიურ მოსწრებაზე?
საკვლევი კითხვებია :
·         რამდენად აქვთ სურვილი მოსწავლეებს ისწავლონ რუსული ენა;
·         რამდენად მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს მასწავლებელი მოსწავლეებს;
·         რამდენად ეხმარებიან მშობლები  თავიანთი შვილებს სახლში რუსულ ენაში?

ჰიპოთეზა
მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე დიდ გავლენას ახდენს მათი მოტივაცია. მოტივაციის არქონის გამო  მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეებს აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება.

2.2 კვლევის პროცესის ზოგადი მიმოხილვა
2.2.1 პრაქტიკული კვლევის არსი
პრაქტიკული კვლევა არის პრობლემის , საკვლევი საკითხის გონივრული შესწავლა, რომლის პროცესში ახალი ცოდნის გენერირება ხდება თანამშრომლობის საფუძვლეზე. კვლევის მთავარი პრინციპია გუნდურობა.
პრაქტიკული კვლევის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს გზა თუ როგორ შევისწავლოთ გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად უნდა გავითვალისწინოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მკვლევარსა დ ა სკოლაში მომუშავე პირებს შორის და მათი კონსტრუქციული თანამშრომლობით მოხდება პრაქტიკაში ცოდნის გენერირება, გააზრება და გამოყენება, „მკვლევარები, მხოლოდ კვლევის პროცესზე პასუხისმგებელნი კი არ არიან, არამედ ცვლილებებზე პასუხისმგებენიც“(Karlsen,2001).
კვლევის მიზანი ჩემი, როგორც პედაგოგის პროფესიული განვითარებაა, სწავლა-სწავლების ხარისხის ამარლება და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაა.
მნიშვნელოვანია, რომ საკვლევი საკითხი პრობლემა აქტუალური უნდა იყოს ყველა თანამშრომლისთვის , რათა მოხდეს მათი მაქსიმალური ჩართულობა კვლევის ყველა ეტაპზე. თუ საკვლევი საკითხი მნიშვნელოვანია მხოლოდ ჩემთვის, როგორც მკვლევარისთვის მაშინ ყველა დანარჩენი ეტაპი ვერ შესრულდება სრულყოფილად და ინტერვენცია ვერ განხორციელდება. კვლევის შედეგად, გაირკვევა, თუ როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია მოსწავლეებს. მათი მაღალი აკადემიური მოსწრება რუსულ ენაში, გავლენას მოახდენს ზოგადად კლასის საშუალო ქულაზე და ასევე სკოლის საშუალო ქულაზე.
ანალოგიურად, სხვა პედაგოგებსაც შეუძლიათ ისარგებლონ კვლევის საკითხებით, მასალებით და თვითონაც შეეცადონ თავიანთ საგანში აუმაღლონ მოსწავლეებს მოტივაცია, რასაც საბოლოოდ სკოლის  წარმატების საფუძველი გახდება. 
2.2.2კვლევის მიზანი და ამოცანები
კვლევის მიზანს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისი 108 საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურზე რუსულ ენაში მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის საკითხის შესწავლას და მოტივაციის ასამაღლებლად სათანადო ინტერვეციის განხორციელება.
ძირითადი ამოცანები:
Ø  მოტივაციის ასამაღლებლად არსებული ცოდნის გაღრმავება და ახალი ცოდნის გენერირება;
Ø  სწავლების მეთოდების მრავალფეროვნების გაზრდა რუსული ენის გაკვეთილებზე.

2.2.3. კვლევის  პროცესი
კვლევის  პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყო:
1-ლი ეტაპი- კვლევისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება
·         ფოკუს ჯგუფებისა და ინტერვიუებისათვის სადისკუსიო გეგმის მომზადება დანართი  
·         რაოდენობრივი კვლევისათვის კითხვარის შედგენა (იხ.დანართი 2, დანართი 3, დანართი 4)

მე-2 ეტაპი-საკვლევი საკითხის შესწავლა
·         ფოკუს-ჯგუფების ჩატარება მოსწავლეებთან და მშობლებთან (იხ.დანართი და დანართი 3)
·         ინტერვიუ განაყოფების მასწავლებელთან და სხვა პედაგოგებთან( იხ. დანართი 4
·         მოსწავლეთა ანკეტირება დანართი 1

მე-3 ეტაპი- მონაცემთა ანალიზი
მე-4 ეტაპი- ინტერვენციის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება
2.3 კვლევის ინსტრუმენტები
2.3.1 თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტები
თვისებრივმა კვლევამ საშუალება მომცა სიღრმისეულად გამომეკვლია ჩემი ინტერესთა ჯგუფების (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) დამოკიდებულება და პოზიცია საკვლევ საკითხთთან დაკავშირებით, გამომეკვეთა ტენდენციები, პრობლემური საკითხები და მომემზადებინა ეფექტური კითხვარი რაოდენობრივი კვლევისთვის.
თვისობრივი კვლევისას გამოყენებულ იქნა შემდეგი ინსტრუმენტები:
·         პირისპირ/ჩაღრმავებული ინტერვიუ
·         ფოკუს ჯგუფი
·         დაკვირვება
სულ ჩატარდა 3 ფოკუს ჯგუფი, რომლებშიც მონაწილეობდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.
საკითხის სიღრმისეულად შესწავლისათვის შეირჩა ნახევრად სტრუქტურირებული ჩაღრმავებული ინტერვიუ. ჩაღრმავებული ინტერვიუს მიზნით მომზადდა სადისკუსიო  გეგმა, რომელიც იყო ერთგვარი გზამკვლევი/ინსტრუმენტი ინტერვიუერისათვის და დამეხმარა გამეკონტროლებინა ინტერვიუს პროცესი, რათა მიმეღო რესპონდენტისაგან მაქსიმალური ინფორმაცია ჩემთვის საინტერესო საკითხების შესახებ. სადისკუსიო  გეგმამ ხელი შემეწყო მიმეღო თვისებრივი მონაცემები, რამაც შემდგომში მომცა საშუალება შემედარებინა სხვადასხვა ინტერვიუს შედეგად მიღებული ინფორმაცია.
ჩაღმავებული ინტერვიუები წარიმართა ღია კითხვებზე დაყრდნობით  და ინტერვიუს ხანგრძლივობა იყო 15-20 წუთი.
2.3.2 რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები
რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტი შემუშავდა თვისებრივი კვლევის განხორციელების შემდეგ, როდესაც გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს მოწონს რუსული ენა მაგრამ ვერ სწავლობს სათანადოდ.
რაოდენობრივი კვლევისათვის მომზადდა 14 კითხვიანი კითხვარი, რომელშიც შედის როგორც დახურული, ასევე ღია კითხვები. კითხვების შევსების ხანგრძლივობა არ აღემატება 15 წუთს.
2.3.3  სამიზნე ჯგუფი
თვისებრივი კვლევის სამიზნე ჯგუფად შეირჩა რესპონდენტთა შემდეგი კატეგორიები:
·         მოსწავლეები
·         მშობლები
·         მასწავლებელი
თვისებრივი კვლევისთვის რესპონდენტთა ამ კატეგორიის შერჩევა განპირობებული იყო იმით, რომ ყველა მათგანი წარმოადგენს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებით დაინტერესებულ მხარეს: მშობლები, რომ მათ შვილს ჰქონდეს მაღალი შეფასება რუსულ ენაში, ხოლო მასწავლებელს- მისი მოსწავლეები დაინტერესებული იყვნენ რუსული ენით, ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება , მოსწავლეები ხალისით სწავლობდნენ რუსულ ენას.
თვისებრივი კვლევა განხორციელდა ჩაღრმავებული ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების მეშვეობით.
რაოდენობრივი გამოკითხვისას შერჩევა მოიცავდა საბაზო საფეხურის მოსწავლეთა  თითქმის ნახევარს, რომელთანაც მე მიხდება მუშაობა - გამოიკითხა ?????????? მოსწავლე და მათი მშობელი, ასევე ????????   პედაგოგი.
ჩემთვის საინტერესო იყო მოსწავლეთა დამოკიდებულება რუსულ ენასთან, რა დროს უთმობდნენ ისინი გაკვეთილის შესწავლას, ეხმარებოდნენ თუ არა სახლში მშობლები, უხსნიდა თუ არა პედაგოგი გაკვეთილს გასაგებად,   რა უშლიდათ ხელს, რომ უკეთ ესწავლათ რუსული ენა, რა უნდა გაეკეთებინა მასწავლებელს , რომ მოსწავლეები დაინტერესებულიყვნენ  რუსული ენით, ასევე როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ რუსული ენის მასწავლებელთან, აბრაზებდნენ თუ არა ისინი მას, იყო თუ არა კლასში დასჯის ან წახალისების მექანიზმები და ა.შ.

2.3.4 კვლევის სანდოობა

კვლევის შედეგების სანდოობაში ეჭვის შეტანის თავიდან ასაცილებლად გამოვიყენე როგორც პირდაპირი ინტერვიუ, ასევე ჩაღრმავებული და ანკეტირება. ჩემი კვლევის პროცესში საკვლევი პრობლემის შესწავლა განხორციელდა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კერძოდ პედაგოგებთან განხორციელებული ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან, ანკეტირება. გარდა ამისა მოვახდინე მეორადი მონაცემების ანალიზი.

2.3.5   ცვლილებების თეორიული დასაბუთება

იმისათვის , რომ საგაკვეთილო პროცესი ეფექტიანად წარიმართოს, მოსწავლეს რომ ჰქონდეს და მუდმივად ინარჩუნებდეს სწავლის მოტივაციას,  მასწავლებელი სამი მიმართულებით უნდა იყოს ძლიერი:
·         მასწავლებელი პროფესიონალურად უნდა ფლობდეს მოსწავლეთა მიდგომის უნარებსმასწავლებელმა უნდაიცოდეს როგორი მეთოდებია უფრო ნაყოფიერი და როგორ მიიღოს საშინაო დავალებით დიდი სარგებელი( მარზანო, მარზანო და ფიქერინფი 2009:4)
·         პედაგოგს უნდა შეეძლოს სასწავლო გეგმის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე. ის ეფექტურად უნდა გამოჰყოფდეს სასწავო მასალიდან იმ ინფორმაციას, რომელიც მეტად საყურადღებო აღმოჩნდება მოსწავლისათვის, უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა პიროვნულ შესაძლებლობებს. პედაგოგს უნდა შეეძლოს სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობების შემოღება და განხორციელება, რითაც სასწავლო მასალ უფრო გამარტივებულად და ადვილად აღსაქმელად წარმოადგენს ყველა ტიპის მოსწავლისათვის(( მარზანო, მარზანო და ფიქერინფი 2009:4)
·         მასწავლებელმა უნდა შეძლოს კლასის მართვისთვის ეფექტური მეთოდების დანერგვა.
           კლასის ცუდი მართვა პირდაპირ კავშირშია დისციპლინურ დარღვევებთან. აქ საკმარისი არ არის მხოლოდ მასწავლებლის ძალისხმევა, თუ მოსწავლეებს არ ეცოდინებათ საკუთარი მოვ ალეობები და გაკვეთილზე ქცევის წესები.
2.3.6 ინტერვენციის დაგეგმვა
ანკეტირების, ფოკუს ჯგუფების გამოკითხვების, ინტერვუირების შესაბამისად მივიღ ე გადაწყვეტილება ინტერვენციის დაგეგმვის (ჩარევის) შესახებ. ნებისმიერი განხორციელებული ინტერვენცია(ჩარევა) უნდა იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში და უნდა იყოს მიმართული მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისაკენ.
3. კვლევის შედეგები
3.1 ფოკუს ჯგუფების შედეგები
პრაქტიკული კვლევის განხორციელების პროცესში საკითხიოს შესწავლის მიზნით, განხორციელდა სამი ფოკუს ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან

კითხვაზე: მოგწონთ თუ არა რუსული ენა?
????? მოსწავლემ   უპასუხა, რომ მოწონთ საგანი რუსული ენა. ??????? მოსწავლემ უპასუხა, რომ ნაწილობრივ მოწონთ.ნაწილმა კი ?????????

კითხვაზე:საინტერესოა თუ არა თქვენთვის რუსული ენის საგანი?
??????? მოსწავლემ უპასუხა, რომ მათთვის საინტერესოა.??????? მოსწავლემ უპასუხა, რომ ნორმალურია, ?????? მოსწავლემ უპასუხა, რომ არ იცის, მისთვის საინეტერსოა თუ არა საგანი რუსული ენა
.
კითხვაზე: როგორი ურთიერთობა გაქვთ რუსული ენის მასწავლებელთან ?
 ??????? მოსწავლემ უპასუხა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ??????მოსწავლემ ამ კითხვაზე უპასუხა, რომ კარგი ურთიერთობა აქვს, ?????? მოსწავლემ უპასუხა, რომ ნორმალური, ხოლო ?????? მოსწავლემ- ცუდი.
ეს კითხვა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვინაიდან მოსწავლე -მასწავლებლის ურთიერთობა ყოველთვის აისახება მოსწავლის სწავლის მოტივაციაზე და მის დამოკიდებულებაზე სწავლის მიმართ.

კითხვაზე: რა სირთულეს აწყდებით რუსული ენის სწავლების დროს, რატომ გვიჭირს რუსული სწავლა?
მოსწავლეებმა ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხები გამცეს:
v  ძნელია, მას. და ვერ ვსწავლობთ. ინგლისური ასე ძნელი არ არის.
ფოკუს ჯგუფი მშობლებთან
გამოკითხულ მშობლების ??????? თვლის, რომ მათ შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთ შვილს რუსულ ენაში, თუკი მას გაუჭირდება.
მშობლების ???????თვლის რომ ვერ ეხმარება თავის შვილს დროის უქონლობის გამო.
მშობელთა ?????? თვლის , რომ მოსწავლეებს არა მხოლოდ რუსული ენა, არამედ სხვა საგნებიც ნაკლებად აინტერესებთ და გადართულები არიან ტელეფონებსა და კომპიუტერებზე.
მშობლების????????? თვლის , რომ საჭიროასწავლების ახალი სხვდასხვა  მეთოდები, რომ მოსწავლეები მეტად დაინტერესდნენ არა მხოლოდ რუსულით, არამედ სხვა საგნებითაც.

ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან
კითხვაზე- როგორ ცდილობთ დააინტერესოთ მოსწავლე, რომელიც არ სწავლობს თქვენს საგანს პედაგოგებმა გამცეს სხვადასხვა პასუხი:(შესაძლებელია ასეთი პასუხები ან განსხვავებულიც)
·         ვცდილობ გავითვალისწინო მათი სურვილები და მოვერგო მათ საჭიროებებს, ვცდილობ გამოვიყენო მრავალფეროვანი აქტივობები.
·         ვცდილობ დავეხმარო ენის შესწავლის მნიშვნელობაში. ვრთავ ჯგუფურ სამუშაოებში, ვიყენებ მრავალფეროვან აქტივობებს მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, ვაკეთებთ პროექტებსა და პრეზენტაციებს.
·         ვატარებ ჯგუფურ სამუშაოებს, ვაწყობთ დისკუსიებსა და დებატებს, ვაძლევ საკუთარი თავის თამამად გამოხატვის საშუალებას.
·         ვცდილობ მოვიძიო სპექტაკლები, ფილმები და ვაჩვენო მოსწავლეებს, ამასთან ერთად გავაცნო რაიმე საინტერესო ინფორმაცია ან თავად დავავალო მათ მოსაძიებლად.
·         ვცდილობ გავააზრებინო უცხო ენის როლი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ცოდნა რეალურ ცხოვრებაში, ხშირად ვრთავ მათ როლურ თამაშებში, ვავალებ დახატონ  ან მოამზადონ გაკვეთილის სესაბამისი პლაკატები, საუკეთესოს ვაკრავთ კედელზე. ვიყენებ მრავალფეროვან აქტივობებს, ხშირად ვავალებ პრეზენტაციების მომზადებას.
·         ვიყენებ თემასთან დაკავშირებულ სახალისო აქტივობებს სასწავლო თამაშების სახით, ინტერნეტის საშუალებით ვთხოვ მოიძიონ ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით.
·         ვესაუბრები უცხო ენის მნიშვნელობაზე, ვიყენებ სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობებს. ვავალებ მოიძიოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ინტერნეტში.
·         ვცდილობ სახალისო მარტივი ტესტებით დავაინტერესო მოსწავლეები.

3.2 მეორადი მონაცემების ანალიზი.
 განვახორციელე მეორადი მონაცემების ანალიზი- მოსწავლეთა საშუალო აკადემიური მოსწრება 1-ელ სემესტრის დასრულს. მე-8 და მე-9 კლასების მოსწრების საშუალო ქულა იყო -„7 „

3.3 რაოდენობრივი კვლევის შედეგები
დიაგრამა 1

დიაგრამა 2
                                    
კითხვაზე მოგწონთ თუ არა რუსული ენა ?????? უპასუხა, რომ მოწონს ხოლო 53%-ნაწილობრივ.
  საინტერესოა, თუ არა თქვენთვის ეს საგანი, გამოკითხულთა  ??????? უპასუხა -დიახ, ???????? -ნორმალურია, ხოლო ??????- არ ვიცი

დიაგრამა 3

კითხვაზე, როგორი ურთიერთობა გაქვთ რუსული ენის მასწავლებელთან, გამოკითხულთა ????? თვლის, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მასწავლებელთან.
???????თვლის, რომ აქვს კარგი ურთიერთობა, ???????თვლის - ნორმალური, ხოლო ??????? ცუდი.




დიაგრამა 4

კითხვაზე გათვალისწინებულია, თუ არა თქვენი ინტერესები საგნის შესწავლისას, მოსწავლეთა  ??? თვლის, რომ გათვალისწინებულია.
????? თვლის-ნაწილობრივ
????? -არ იცის, გათვალისწინებულია, თუ არა მათი ინტერესები.





დიაგრამა 5


მოსწავლეთა ??????საშინაო დავალების შესრულებას უთმობს ნახევარ საათს, ?????-ერთ საათს, ხოლო ?????? -კლასში მეგობრისგან იწერს.






დიაგრამა 6
კითხვაზე ეხმარება თუ არა სახლში მშობელი მოსწავლეთა ?????პასუხობს-დიახ.
?????? პასუხობს ვერ მეხმარება დროის უქონლობის გამო
??????- არ მეხმარება






დიაგრამა 7

კითხვაზე გიხსნით თუ არა მასწავლებელი გასაგებ ენაზე, გამოკითხულ მოსწავლეთა?????? თვლის, რომ ??????


დიაგრამა 8
გამოკითხულ მოსწავლეთა ??????? თვლის, რომ გაკვეთილზე იყენებს კომპიუტერს, ხოლო ????? თვლის, რომ არ იყენებს.

დიაგრამა 9
კითხვაზე გაქვთ თუ არა ჯგუფური დავალებები ??????? თვლის, რომ აქვთ,
?????? -არ აქვთ, ????????- ხანდახან.

დიაგრამა  10
გამოკითხულ მოსწავლეთა ??????? თვლის, რომ მათ მასწავლებელი აქებს, ხოლო დანარჩენი ????? თვლის, რომ მათ მასწავლებელი აქებს ხანდახან.



დიაგრამა 11
გამოკითხულ მოსწვლეთა ?????? თვლის, რომ მასწავლებელს აბრაზებს ხანდახან, ხოლო დანარჩენი ??????? თვლის , რომ არ აბრაზებს.

დიაგრამა 12

გამოკითხულ მოსწავლეთა 99% თვლის, რომ მასწავლებელი არ იყენებს დასჯის მეთოდს, ხოლო დანარჩენი 1 %-იშვიათად იყენებს.

3.4 კვლევის ძირითადი დასკვნები
კვლევის შედეგად მიღებული მომაცემების ანალიზზე გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:
გამოკითხულ მოსწავლეთა უმრავლესობისთვის საგანი საინტერესოა და მოწონს საგანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ(არ) სწავლობენ.
მასწავლებელი ნაკლებად იყენებს საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომპიუტერს.
მასწავლებელი  აწარმოებს ჯგუფურ სამუშაოებს., თუმცა ხშირად არა
მასწავლებელი დასჯის მეთოდებს არ იყენებს, თუმცა წაახალისებს მათ სიტყვიერად, შექებით.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არის კარგი ან ნორმალური ურთიერთობა, რაც თავისთავად მოქმედებს მოსწავლის მოტივაციაზე.

3.5 ინტერვენციის განხორციელება
ფოკუს ჯგუფების, ინტერვიუებისა და ანკეტირების შედეგად გამოკვეთილი ტენდენციების შესაბამისად, მასწავლებელმა მიიღო გადაწყვეტილება ინტერვენციის დაგეგმვის შესახებ:
რუსული ენის გაკვეთილების გამრავალფეროვნება, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით.
სხვა პედაგოგების პრაქტიკის გაზიარებიდან გამომდინარე, პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა რიგი აქტივობები, რომელიც მოსწავლეებს მოტივაციას აუმაღლებდა რა რა თქმა უნდა ეს აქტივობები უნდა ყოფილიყო ეროვნული სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე. კერძოდ:
·         სასწავლო რესურსების , მათ შორის ელექტრონული რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში
·         ჯგუფური დავალებების მიცემა მოსწავლეებისათვის;
·         თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ახალი მასალის ახსნისას და პრეზენტაციების გაკეთება.

აღსანიშნავია,რომ მასწავლებელმა შესთავაზა მოსწავლეებს ელექტრონული ფოსტის გახსნა და ელ. რესურსის გადაგზავნა მათთვის, ეს სიახლე მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ. მათ პედაგოგის დახმარებით შექმნეს ელ. ფოსტა და იმუშავეს  მასწავლებლის მიერ  შექმნილ ელექტრონული სასწავლო რესურსზე, რაც ძალიან სახალისო და ინოვაციურიც აღმოჩნდა.
გარდა ამისა,
სასწავლო თემასთან შესაბამისად აძლევდა დავალებებს პრეზენტაციების მომზადებას, რაც ასევე მოსწავლეებს ძალიან მოწონდათ , დიდი ხალისით აკეთებდნენ და მასწავლებელს ელ.ფოსტაზეც უგზავნიან.
ამ ტიპის დავალებებით მოსწავლეებს უვითარდებათ 21-საუკუნის უნარჩვევები და უმაღლდებათ შინაგანი მოტივაცია.
ზემოაღნიშნულ დავალებების შესრულება  მოსწავლეებს უწევდათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში და  ჯგუფებშიც, რაც მოსწავლეთა შორის ურთიერთთანამშრომლობას უწყობს ხელს.
3.7 ინტერვენციის შეფასება
ინტერვენციის შესაფასებლად გამოვიყენე ჩაღრმავებული ინტერვიუ მოსწავლეებთან, თუ რამდენად მოწონთ ამ ტიპის რუსული ენის გაკვეთილები, და პასუხად ერთხმად, ყველას მოწონს.
სასწავლო წლის ბოლოს კლასის საშუალო ქულამ შესამჩნევად აიწია.
თუ პირველი სემესტრი ბოლოს მე-8 და მე-9 კლასების საშუალო მოსწრება იყო ?????????? ქულა, მეორე სემესტრის დასასრულს ეს შეფასება იყო -??????????????.


4.დასკვნა
მასწავლებელმა ყოველთვის უნდა გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები, რათა დააინტერესოს მოსწავლეები თავის საგნით და აუმაღლოს მათ სწავლის მოტივაცია.

5. რეკომენდაციები
·         საგაკვეთილო პროცესი მასწავლებელმა გახადოს უფრო მრავალფეროვანი სხვადსხვა ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობების გამოყენებით.
·         საგაკვეთილო პროცესში გამოიყენოს მრავალფეროვანი რესურსები.
·         საგაკვეთილო პროცესში უფრო ფართოდ გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები.

დანართები       
დანართი 1                                 
კითხვარი მოსწავლეებისათვის
კითხვარის მიზანია გავიგო თქვენი დამოკიდებულება რუსული ენის საგნის და საგნის მასწავლებლის მიმართ და გავაანალიზო რა განაპირობებს თქვენს მოტივაციას რუსული ენის სწავლებისას.
კლასი----------------
სქესი:      □    გოგო   □  ბიჭი
1.      მოგწონთ თუ არა რუსული ენის საგნის სწავლა?
დიახ             არა        ნაწილობრივ                       არ ვიცი   
       2.როგორ ფიქრობთ, საინტერესოა თუ არა რუსული ენის გაკვეთილი?
            საინტერესოა                      ნორმალურია            არ არის საინტერესო          არ ვიცი
3.როგორი ურთიერთობა გაქვს თქვენი რუსული ენის მასწავლებელთან?
ძალიან კარგი              კარგი                  ნორმალური                 ცუდი                ძალიან ცუდი
4.როგორ ფიქრობთ გაკვეთილზე გათვალისწინებულია თქვენი ინტერესები და შესაძლებლობები?
                            დიახ               ნაწილობრივ    არა            არ ვიცი
5.რა დროს უთმობთ სახლში რუსული ენაში საშინაო დავალების  შესრულებას?
ნახევარი საათი.     ერთი საათი.     არ ვასრულებ საშინაო დავალებას.  კლასში ვიწერ თანაკლასელისგან
6. გეხმარებათ თუ არა სახლში მშობელი, თუ გაგიჭირდება საშინაო დავლების შესრულება?
   დიახ                               არა                   ვერ მეხმარება, დროის უქონლობის გამო
7.მასწავლებელი გიხსნით თუ არა გაკვეთილს გასაგებად?
             დიახ                     არა                          ვერ გამიგია, იმიტომ რომ არ ვუსმენ
8.იყენებთ გაკვეთილზე კომპიუტერს თუ არა?
დიახ                     არა
9. გაქვთ თუ არა ჯგუფური დავალებები რუსული ენის გაკვეთილზე?
დიახ                            არა                   ხანდახან
10. შეგაქებთ თუ არა მასწავლებელი, როდესაც მოეწონება თქვენი შესრულებული დავალება ან იაქტიურებთ გაკვეთილზე?
დიახ                 არა                  ხანდახან
11 აბრაზებთ თუ არა რუსული ენის მასწავლებელს?
დიახ                    არა                   ხანდახან
12 რამდენად ხშირად იყენებს რუსული ენის მასწავლებელი დასჯის ფორმებს?
ხშირად                    იშვიათად                           არ იყენებს
13 თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის , რომ თქვენ მოგეწონოთ გაკვეთილი?


13.რა   გიშლით ხელს, რომ  თქვენ უკეთ ისწავლოთ  ისწავლოთ რუსული ენა?

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!  

დანართი 2
ფოკუს ჯგუფისთვის                                              თარიღი ??????
მოსწავლეების კითხვარი
მოგწონთ თუ არა საგანი რუსული ენა?
საინტერესოა თუ არა თქვენთვის საგანი რუსული ენა?
როგორი ურთიერთობა გაქვთ მასწავლებელთან?
მასწავლებელი გამოარჩევს თუ არა მოსწავლეებს?
იცნობთ თუ არა თქვენს უფლება-მოვალეობებს?
იყენებთ თუ არა საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სხვადსხვა მეთოდებს?
აბარებთ თუ არა მშობლებს გაკვეთილებს (კი/არა-რატომ?)





დანართი 3                                                 კითხვარი მშობლებს

ძვირფასო მშობლებო!    ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი მანანა ზივზივაძე  ვატარებ საკუთარი პრაქტიკის კვლევას მოსწავლეთა მოტივაციის და ცოდნის დონის ასამაღლებლად რუსულ ენაში. ეს კითხვარი დამეხმარება უკეთ გავიგო და გავაცნობიერო, თუ როგორ ავამაღლო მოსწავლეთა მოტივაცია და ცოდნის დონე რუსულ ენაში.

რომელ კლასში სწავლობს თქვენი შვილი? (შემოხაზეთ ერთერთი)
ა) მე-8
ბ) მე-9
გ) მე-7
რა დროს უთმობს თქვენი შვილი რუსული ენის მომზადებას?
ა) ნახევარ საათს
ბ) ერთ საათს
გ) საათნახევარს
დ) დროის უქონლობის გამო   ვერ ვაკონტროლებ

შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს, თუკი მას რაიმე გაუჭირდა რუსულ ენაში?
ა) დიახ
ბ) არ შემიძლია
გ) ხანდახან
 თქვენი აზრით, თუ თქვენს შვილს აქვს დაბალი შეფასება რუსულ ენაში, რას უკავშირდება?
ა) ვერ სწავლობს მოსწავლე სათანადოდ
ბ) პრობლემა აქვს მასწავლებელთან
გ) კლასში გაკვეთილზე არის კლასის მართვის პრობლემა (ხმაურია, ცელქობენ გაკვეთილზე)?
ჩაწერეთ სხვა, რასაც თვლით საჭიროდ---------------------------------------------------------------------

მადლობა თანამშრომლობისთვის.




დანართი 4                                      კითხვარი პედაგოგებს.

ვატარებ კვლევას „ როგორ ავამაღლო სწავლის მოტივაცია მოსწავლეებში რუსულ ენაში?“ გთხოვთ შეავსოთ ეს კითხვარი, რომელიც დამეხმარება თქვენი გამოცდილების გასაზიარებლად.
რომელ საგანს ასწავლით?----------------------------------------------------
როგორ ფიქრობთ, მოწონთ მოსწავლეებს საგანი, რომელსაც თქვენ ასწავლით?
-----------------------------------------------------------------------------------------
იყენებთ თუ არა გაკვეთილზე კომპიუტერს?
დიახ                                არა                            ხანდახან
როგორ ცდილობთ დააინტერესოთ მოსწავლე, რომელიც არ სწავლობს თქვენ საგანს?



როგორ ახერხებთ  მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას?


იყენებთ თუ არა წახალისების ფორმებს და რას?-----------------------------------------------------

იყენებთ თუ არა მოსწავლის  დასჯის ფორმებს  და რას?------------------------------------

თქვენი აზრით, რატომ არ სწავლობს ბავშვი თქვენ საგანს?


    მადლობა თანამშრომლობისთვის.




გამოყენებული ლიტერატურა

·         უზნაძე, დიმიტრი. სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია. თბილისი , 2005 წელი

·         ვაისი,პ.ბ., კრაიდერი, ჰ. ლოპესი. ე. 2010 „განათლების მუშაკთა მომზადება ბავსვების სწავლების პროცესში ოჯახების ჩასართავად“, სსიპ ეროვნული სასწავლო გეგემების და შეფასების ცენტრი, თბილისი: დიოგენე

·         ტყემალაძე, რ, ნ დალაქიშვილი, ქ. თოფაძე, თ. პაჭკორია, თ. ბუწაშვილი. 2008 . სწავლება და შეფასება. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი.

·         მარზანო, რ. ი. მარზანო და დ. ფიქერინგი. 2009. კლასის მართვა: კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისთვის. თბილისი: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.


·         Karlsen, Jan Irgens. “ Action Research as a Method: Reflections from a Program for Developing Methods and Competence.” In Handbook of Action Research: Participative Inquiry and Practice, by Peter Reason and Hilary Bradbury (eds), 143-158. Sage Publications, 2001.




                          კ ვ ლ ე ვ ი ს   რ ე  ფ ლ ე ქ ს ი 

კვლევა ჩავატარე საბაზო საფეხურზე მე-7- მე-9 კლასებში. რაოდენობრივი კვლევა ჩავატარე მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში სულ ???????? მოსწავლესთან, მაგრამ ფოკუს ჯგუგები მყავდა ძირითადად მე-8 და მე-9 კლასელები  სადაც დაბალი იყო აკადემიური მოსწრება. მივმართე როგორც ანკეტირებას, ასევე თვისობრივ კვლევას, მქონდა ჩაღმავებული ინტერვიები ფოკუს-ჯგუფებთან.
კვლევის შედეგების გაზიარება მოვახდინე სამუშაო შეხვედრაზე კოლეგებთან.
მათ გავაცანი ჩემი კვლევა, თუ როგორ მოვახდინე მოსწავლეთათვის მე-8-მე-9 კლასში მოტივაციის ამაღლება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ აკადემიურ მოსწრებამ ოდნავ იმატა.
კოლეგებთან გვქონდა  დისკუსია  ჩემი კვლევის შესახებ, რომ პედაგოგი მუდმივად უნდა იყოს ძიების და სწავლის პროცესში და შემდეგ გამოიყენოს მოსწავლეებთან მუშაობაში.
კოლეგებმა აღიარეს, რომ  სწავლების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიების გამოყენება გაკვეთილებზე ნამდვილად ეფექტურია და ამით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალურ და კომუნიკაბელურ უნარ-ჩვევებს უვითარებთ. განსაკუთრებით კი მუშაობა წყვილებში, ჯგუფებში, სადაც ხდება სხვისი აზრის გაზიარება, საკუთარის -წარმოჩენა, გუნდურობა, ლიდერობა და ა. შ.
ერთერთი მეთოდი- რომლის გამოყენებითაც შევძელი მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა იყო ელექტრონული რესურსი,  სწორედ ამ რესურსებმა გამოიწვია მოსწავლეებში დიდი ინტერესი, რომელსაც ხალისით ასრულებდნენ.
ამისათვის მოსწავლეებს გავუხსენი ელექტრონული ფოსტა.  სადაც ყველა მათი მოსაზრება და სიახლეიქნა გაზიარებული, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების ურთიერთ კომუნიკაციის გაზრდას.
კოლეგებმა ამ თემის გარშემო წარმოთქვეს თავიანთი აზრი, რომ ისინიც შეეცდებოდნენ მომავალში მოტივაციის ასამაღლებლად მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებას, მათ შორის ელ. რესურსებისაც. 
იმისათვის, რომ ჩემი მოსწავლეები მუდამ მყავდეს ჩემი საგნით დაინტერესებული, ყოველთვის უნდა შევცადო, სწავლების თანამედროვე  სხვადასხვა მეთოდები,  სტრატეგიები და ასევე მრავალფეროვანი რესურსი გამოვიყენო, აქტიურად ვითანამშრომლო კოლეგებთან და გავიზიარო მათი მუშაობის პრაქტიკა, გარდა ამისა დავისწრო გაკვეთილებზე „კრიტიკული მეგობარი“  და მივიღო მისგან უკუკავშირი.
საკუთარი პრაქტიკის კვლევა უნდა განახორციელონ პედაგოგებმა, ვინც აპირებს პროფესიულ ზრდას და  კარიერულ წინსვლას. ვფიქრობ, ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა ჩემს კოლეგებს გამოადგებათ. 


გმადლობთ ყურადღებისათვის
                                     









10 ბ კლასმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამოუშვა კედლის გაზეთი სახელწოდებით ..არა ოკუპაციას''






ნანუკა ზაზანაშვილი-ს ფოტო.





ნანუკა ზაზანაშვილი-ს ფოტო.













108-ე საჯარო სკოლის 5ა კლასი 2 მარტი 2019წ.
 დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება რუსულ ენაზე(პედაგოგი მანანა ზივზივაძე).ბავშვებმა წარმოადგინეს რუსული ზღაპრის ინსცენირება და მიულოცეს დედებს ეს ღირშესანიშნავი დღე ლამაზი ლექსებით და სიმღერებით👍🏼წარმატებები ბავშვებო


ნანუკა ზაზანაშვილი-ს ფოტო.ნანუკა ზაზანაშვილი-ს ფოტო.ნანუკა ზაზანაშვილი-ს ფოტო.ნანუკა ზაზანაშვილი-ს ფოტო.ნანუკა ზაზანაშვილი-ს ფოტო.ნანუკა ზაზანაშვილი-ს ფოტო.ნანუკა ზაზანაშვილი-ს ფოტო.

ნანუკა ზაზანაშვილი-ს ფოტო.

                  სოციალური პროექტის გეგმა

                             თემა ,, ბულინგი"



სოციალური პროექტის ხელმძღვანელი

სახელი და გვარი:  მანანა ზივზივაძე

სკოლა სსიპ ქ. თბილისის №108 საჯარო სკოლა

თემის დასახელება

,,ნუ იქნები ბულერი!“

პრობლემა:

ბულინგი-მოზარდებს შორის ძალადობაა. მოსწავლეები მეტ-ნაკლებად ფლობენ ინფორმაციასბულინგის შესახებ, ამიტომ სრულიად შესაძლებელია ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მათი ერთი
შეხედვით ჩვეულებრივი ქმედებები ბულერის ქმედებების ანალოგიური იყოს. ამავე დროს მათხშირ შემთხვევაში არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან, რა საჭირო ღონისძიებები,პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

მიზანი

მოსწავლეთა მიერ ბულინგის ირგვლივ მოძიებულ ინფორმაციასა და გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, დასკვნების გამოტანა, პრევენციული ზომებისა და რეკომენდაციების  შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება როგორც თანატოლებთან, ისე ფართო საზოგადოებისათვის.

თემის შიანაარსი

.
პროექტის პირველ ეტაპზე მოეწყობა ფილმის ერთობლი ჩვენება სოციალური პრობლემის-,,ბულინგის“ თემაზე და გაიმართება დისკუსია.
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები დაყოფილები არიან ოთხ ჯგუფებად,რომლებსაც განაწილებული აქვთ ბულინგის ოთხი მიმართულება:
 ფარული ბულინგი,ვერბალური ბულინგი, კიბერბულინგი და ფიზიკური ბულინგი.
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ახარისხებენ, ალაგებენ შინაარსობრივად, ატარებენ ქუჩის გამოკითხვას, სტუმრობენ სამართლებლივ ორგანოებს და საავადმყოფოებს ბულინგის მსხვერპლთა და მოძალადეთა სტატისტიკის დასადგენად, ახდენენ მოგროვილი მასალის თავმოყრას, ქმნიან ბლოგს პროექტის პროდუქტების განსათავსებლად და ამზადებენ ბუკლეტს საზოგადოებაში გასავრცელებლად. ბოლოს აწყობენ დასრულებული პროექტის პრეზენტაციას სკოლაში  სასურველი ფორმატით.


დონე/კლასი

საბაზო საფეხური/

განხორციელების დროის ჩარჩო

ერთი|ორი თვე

აზროვნების ზედა დონის უნარები--- ანალიზი, სინთეზი, შეფასება


თანამშრომლობა, დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება

სტანდარტი.

სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები

თავი VIII.

 პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები

მუხლი 48.

 ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები

3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:

ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.

 სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისადა ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა,პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების
მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპებისაღიარება და სხვა.

ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:


· ფილმის ჩვენება ერთობლივად და დისკუსია;

· ჯგუფების შექმნა და საქმიანობების გადანაწილება;

· ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსივრცეში, მოძიებული ინფორმაციის შენახვა,დახარისხება, დამუშავება ელექტრონულ ფორმატში;

· ქუჩის გამოკითხვა, ინტერვიუები  მოსახლეობასთან.

· თითოეული ჯგუფის ბლოგის შექმნა და მასალების გამოქვეყნება
;
· ბუკლეტის  მომზადება და დაბეჭდვა; · პროექტის პრეზენტაციის მოწყობა და ბუკლეტების დარიგება.

დიფერენცირებული სწავლება სპეციალური საჭიროებები:

·  დამატებით დროს კვლევის ჩასატარებლად;

· პროდუქტების შაბლონების დარიგება, როგორიც არის, მაგალითად, ბუკლეტის შაბლონი პროექტის წარმატების ხელშესაწყობად;
 ·
 მითითებების მიცემა წყაროების მოძიების შესახებ;
·
 მოსწავლეებს ჯგუფებად დაყოფა მათი საჭიროებებისა და უნარების მიხედვით;

  ლიდერის როლის შესრულება ჯგუფებში მუშაობისას;
·  მოსწავლეების მიერ ალტერნატიული დავალებების შეთავაზება, რომლებიც  მიცემული დავალებების ეკვივალენტურია.

·  მოსწავლეების მიერ პროექტის განმავლობაში სირთულის დონის თავად არჩევა.

შეფასების გეგმა/ინსტრუმენტები:


პროექტის მსვლელობისას მოხდება დაკვირვება  მოსწავლეთა ჯგუფების
მუშაობაზე,თითოეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე, რათა მონიტორინგი გაეწიოს  სამუშაოს  მსვლელობას. საჭიროების შემთხვევაში მიეცეს მათ დროული და კონსტრუქციული უკუკავშირი.

პროექტის დასასრულს მოხდება შეფასება, რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათი.

შეფასდება თითოეული მოსწავლის ჩართულობა პროექტის მსვლელობაში და მოხდება მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის შეფასება თვითშეფასება კითხვარის გამოყენებით.

თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებს დაეხმარება შეძლონ შეაფასონ თავიანთი როლი და შეტანილი წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში.ეს მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაშიც  დაეხმარება.

 დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი  პროექტის  ხელმძღვანელს დაეხმარება მომავალში პროექტზე მუშაობის გაუმჯობესებაში.

პროექტისთვის საჭირო მასალები:

ტექნოლოგია – ტექნიკა

ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 ლაზერული დისკი
პრინტერი
 პროექტორი VCR,
ვიდეო ვიდეოკამერა


საგამომცემლო პროგრამები 

სოც. ქსელების პროგრამა 

ფოტო/სურათების დამუშავება 

ინტერნეტძიება

ინტერნეტრესურსები 

სხვა რესურსები: მშობლები, საზოგადოება.








                     სამოდელო გაკვეთილი- პროექტი

                                    საშობაო ტრადიციები რუსეთში        

                                               გაკვეთილის გეგმა


       გაკვეთილის ჩატარების დღე:

         სკოლა:108 საჯარო სკოლა

       კლასი:

       საგანი:   რუსული ენა

      მასწავლებელი: მანანა ზივზივაძე

       მისაღწევი შედეგები;

     მოსწავლეები გაეცნობიან საშობაო ტრადიციებს რუსეთში და მოახდენენ შედარებას ქართულ  და რუსულ საშობაო ტრადიციებთან.გაუჩნდებათ ინტერესი გაეცნონ უცხო ქვეყნის კულტურას .შეისწავლიან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ლექსიკურ გრამატიკულ  ერთეულებს და             დაეუფლებიან სამეტყველო  და კითხვის უნარ–ჩვევებს
.

       ძირითადი სასწავლო რესურსები:


სახელმძღვანელო,  ვიდეოფილმი, კომპიუტერი ,ფლომასტერები .პროექტორი.

გაკვეთილის შედეეგები:


მოსწავლეებმა შეძლებენ მიღებული ინფორმაციის ათვისებას .გაგებას, დავალებების შესრულებისას გაიზიარებენ ერთმანეთის აზრებს.მიღებულ ინფორმაციას გაანალიზებენ და გამოიყენებენ დავალებების შესრულებისას.შეძლებენ პრეზენტაციის გაკეთებას,.კარგად აითვისებენ ტექსტის შინაარსს, მოსწავლეთა ნამუშევრები აჩვენებს ტექსტის გაგებისა და ანალიზის უნარს.

გაკვეთილი წარიმართება სამფაზიანი მოდელით:

პირველი ფააზა-მოსწავლეთა გამოწვევა,

 ვაჩვენებ ვიდეო ფილმს თუ როგორ აღინიშნება შობის დღესაწაული  რუსეთში, გამოვიყენებ კითხვა -პასუხს.


მეორე ფაზა-ცოდნის მოპოვება,გადამუშავება.

 ამისათვის გამოვიყენებ წყვილებში მუშაობას .მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და ტექსტის ირგვლივ
აგრეთვე გამოვიყენებ თანამშრომლობითი სწავლების მეთოდს--მონიშვნებით კითხვა მთავარი ინფორმაციის ამოსაღებად.


მესამე ფაზა-რეფლექსია-გამთლიანების ფაზა.

გამოვიყენებ კოგნიტური ცოდნის გამოყენების სტრატეგიას.მოსწავლეები წარმოადგენენ  პრეზენტაციებს  ქართული და გერმანული საშობაო ტრადიციების შესახებ .
.გაიმართება კითხვა-- პასუხი  კულტურათშოროსი დიალოგის სახით.


გაკვეთილის შეჯამება


გაკვეთილი იქნება მოსწავლეებისათვის საინტერესო. ისინი აქტიურად იქნებიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში .მოსწავლეთა უმრავლესობა შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ,რადგან ისინი დიფერენცირებული იქნებიან თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით
.განმსაზღვრელი შეფასებით მოვახდენ მოსწავლეთა შეფასებას .აგრეთვე ჯგუფებს შევაფასებ კომენტარით.
.გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში  შევეცდები შევცვალო შეფასების ფორმა და კრიტერიუმები .ვფიქრობ, ცვლილებების შემთხვევაში,  ეს საკითხი გავიტანო კათედრის სხდომაზე. 
                                                                                                                        



                                                 პროექტი




                                         პროექტის სახელწოდება:

            როგორ აღინიშნება შობა  რუსეთში  და სხვადასხვა ქვეყნებში 

                                   საშობაო ტკბილეულის დაცხობა



        პროექტის მიზანი:


მოსწავლეთა მონაწილეობით რუსულ ენაზე ლექსების და ინფორმაციის წარმოდგენა აგრეთვე საშობაო ნამხცვრების დაცხობა
.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით გადავწყვიტე მოვაწყო ღონისძიება იმედი მაქვს .მოსწავლეები გამოთქვავენ მზადყოფნას პროექტში მონაწილეობისთვის.
გავანაწილებ დავალებებს .მოვიძიებთ ლექსებს, სიმღერებს აგრეთვე ინფორმაციებს, თუ როგორ აღინიშნება შობა რუსეთში. 
შესაძლებელია მოვიწვიოთ რუსულენოვანი სტუმარი რომელიც დაგვეხმარება ადგილზე მოსწავლეების ჩართულობით  დავაცხოთ საშობაო ნამცხვრები.ღონისძიებას დაესწრებიან მოწვეული კოლეგები ,მოსწავლეები მშობლები დირექცია.
მოსწავლეები წარმოადგენენ ლექსებს და ინფორმაციებს თუ როგორ აღინიშნება შობა რუსეთში და ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. შეასრულებენ საშობაო  სიმღერებს .შეავსებენ კროსვორდს და ბოლოს  სტუმარათან ერთად ადგილზე დააცხობენ საშობაო ნამცხვრებს და იქვე დააგემოვნებენ სტუმრებთან ერთად.
 იმედი მაქვს ასეთმა ღონისძიებამ წარმატებით უნდა ჩაიროს, რათა მაყურებელიც და მოწვეული სტუმრებიც კმაყოფილნი დარჩნენ .ბოლოს შესაძლებელია მოსაწავლეებს დაურიგდეთ  სიმბოლური საჩუქრები.



პროექტის მისაღწევი შედეგი



.მოსწავლეები მიიღებენ უფრო მეტ ინფორმაციას სხვა ქვეყნის ტრადიციების შესახებ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით და ხალისით  მოეკიდებიან  ენის ათვისებას

მიმაჩნია რომ მსგავსი პროექტების განხორციელება  აქტუალურს ხდის ენის შესწავლას .



სასწავლო პროექტი-როგორ აღინიშნება შობა რუსეთში და საშობაო ტკბილეულის დაცხობა
პროექტის სახელწოდება
როგორ აღინიშნება შობა რუსეთში
პრობლემა
ნაკლები ინფორმირებულობა უცხო ქვეყნის ტრადიციების შესახებ
პროექტის აღწერა
მოსწავლეები ეცნობიან იმ ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს რომლის ენასაც ისინი სწავლობენ.მოსწავლეები სწავლობენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს ლექსებს აგრეთვე მუშაობენ მასწავლებლის დახმარებით რომ გაიუმჯობესონ წარმოთქმა და წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა შობის დღესასწაულის შესახებ. გამოყოფენ მსგავსებას და განსხვავებას ქართულ და რუსულ შობას შორის.ასრულებენ სიმეღერებს, ავსებენ კროსვორდს.და თვითონვე მონაწილეობენ საშობაო ტკბილეულის დაცხობაში
მიზანი
მოსწავლეებმა მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია სხვა ქვეყნის ტრადიციების შესახებ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით და ხალისით  მოეკიდონ  ენის ათვისებას
პრობლემის გადაჭრის გზები
მსგავსი ღონისძიებების ხშირად გამართვა მოსწავლეთა მოტივაციისთვის.
ამოცანები
1.მიზნობრივი ჯგუფის შექმნა
2.დავალებების გადანაწილება
3.საჭირო მასალის მოძიება
4.სცენარის შექმნა
5.მუსიკალური ნომრების მომზადება
6.უცხოელი სტუმრების მოწვევა
7.რეპეტიციების გამართვა
8.ლექსების შერჩევა და სწავლა
9.საშობაო ნამცხვრებისთვის საჭირო 10.იგრედიენტების მომზადება
11.ორგანიზაციული საკითხების მოგვარება
12.შემოქმედებითი საღამოს გამართვა
13სტუმრების მოწვევა
14.პროექტის შეფასება

                ჩატარების ვადები

მონაწილეები
 მოსწავლეები.აგრეთვე მოწვეული რუსულენოვანი სტუმარი
რესურსები
საკანცელარიო ნივთები;ფორმატი,ფერადი ფურცლები,მარკერი,ვიდეო გადამღები ფოტოაპარატი.მაგნიტოფონი.
ინგრენდიენეტები საშობაო ნამცხვრის დასაცხობად.


Комментариев нет:

Отправить комментарий