ტრენინგები

 

book




ბევრ  რამეს  ვსწავლობ  ტრენინგზე და არ ვიქნები მართალი ამ სწავლის შედეგი არ ვაჩვენო პრაქტიკულად. მოსწავლეებსაც ხომ ამას ვთხოვ- ისწავლე?- გამოიყენე, გააანალიზე, შეაფასე, გაუზიარე სხვას........





           ტრენინგი ინკლუზიურ განათლებაში


                                                                                             ტრენერი




2016 წლის სექტემბერში გავირე 0,5 კრედიტიანი ტრენინგი ინკლუზიურ განათლებაში

ტრენინგი  ეხებოდა  ისეთ თემებს, როგორიცაა:
ბავშის განვითარების დარღვევები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა სსწავლების სტრატეგიები;
ქცევის მართვის სტრატეგიები კლასში;
ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო კლაში – ქართულის, მათემატიკის და ბუნების მეტყველების და სხვა საგნების  სწავლება;
მხედველობის და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო კლაში.







        თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში        (3.06.2016----10.06.2016)


                                                                          ტრენერი: ქ-ნი იზა იოსელიანი









8 დღე  მიმდინარეობდა  ჩვენი ტრენინგი , რომელიც ფასდებოდა 2,5 კრედიტით,ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ტრენინგზე და რა თქმა უნდა- ეს არის ჩვენი ტრენერის ქ-ნ იზა იოსელიანის დამსახურება,რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუხდი.მის მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე ვისწავლე ,როგორ უნდა დავგეგმო გაკვეთილი,როგორ უნდა მოვარგო ის ყველა ბავშის შესაძლებლობებზე,როგორ განუვითარო ანალიტიკური,ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება და როგორ გამოვუმუშავო შესაბამისი უნარ-ჩვევები.გავიგე როგორია ეფექტური კომენტარი, ვიყო კორექტული ამ კომენტარის მიცემისას,რითაც ავუმეღლებ მოსწავლეს სწავლის მოტივაციას და გაკვეთილსაც უფრო საინტერესო ელფერს შევძენ. 8 დგეს ასევე ჩაგვიტარდა ტესტირება რა თქმა უნდა შეიძლება ყველაფერი სწორად ვერ დავწერე, მაგრამ იმ ცოდნას ,რაც შევიძინე ამ 7 დღის მანძილზე უფრო მეტად დავხვეწავ და შეცდომებიც ალბათ ნაკლებად მექნება თეორიაში,თუ პრაქტიკაში.

    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქ-ნო იზა, თქვენი საინტერესო  ტრენინგებისთვის.







                  უცხო ენების კონფერენცია


2013 წლის  მაისი


უცხოური ენების მასწავლებელთა კონფერენცია. ბაზალეთი. 2013 წელი. ბევრი საინტერესო თემა და კიდევ უფრო მეტი ნოვატორი მასწავლებელი.





Комментариев нет:

Отправить комментарий